logo
ENG



სუს-ში ამტკიცებენ, რომ ტახტისძირთან უკანონო ბორდერიზაცია არ განახლებულა

11 სექ 202113:44
3 წუთის საკითხავი
 
სუს-ში ამტკიცებენ, რომ ტახტისძირთან უკანონო ბორდერიზაცია არ განახლებულა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ამტკიცებენ, რომ სოფელ ტახტისძირთან და სოფელ გვირგვინას მიმდებარედ მავთულხლართების უკანონო გაბმა არ განახლებულა. დღეს ინფორმაცია გავრცელდა, რომ საოკუპაციო რეჟიმმა ქარელის მუნიციპალიტეტში უკანონო სამუშაოები კვლავ დაიწყო. 

სუს-ში აცხადებენ, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი ფიქსირდება 2013 წლიდან, ხოლო მიმდინარე წლის თებერვალში არსებულ საოკუპაციო ღობის შიგნით საოკუპაციო ძალებმა მავთულხლართები უკანონოდ გაავლეს.

"საოკუპაციო რეჟიმის ყველა უკანონო აქტივობა ხორციელდება ოკუპირებულ ტერიტორიაზე. პროცესთან დაკავშირებით ცენტრალური ხელისუფლების მიერ აქტიურდება ცხელი ხაზი, უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის ყველა შემთხვევა განხილულია IPRM-ის შეხვედრებსა და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზე, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ხორციელდება აღნიშნული მონაკვეთის პერმანენტული მონიტორინგი", - აცხადებენ უწყებაში.


close დახურვა