logo
ENG



სუს: 31 ოქტომბერს საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული მევლუდ ლაღოშვილი თავისუფალია

02 ნოე 202315:44
3 წუთის საკითხავი
 
2023/11/02/urizj1eessuy2fr.jpg

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, 31 ოქტომბერს რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ გვირგვინის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული მევლუდ ლაღოშვილი თავისუფალია. ის ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება.

"ლაღოშვილის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების მიზნით დაუყოვნებლივ ამოქმედდა როგორც "ცხელი ხაზის" მექანიზმი, ასევე ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა სხვა ინსტრუმენტი. უკანონო პატიმრობიდან მისი გათავისუფლების საკითხი აქტიურად განიხილებოდა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფორმატის გუშინ გამართულ 115-ე შეხვედრაზე", - აცხადებენ სუს-ში.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური წერს, რომ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა საოკუპაციო ძალას ეკისრება.


close დახურვა