logo
ENG



სუს: აფრიკის დასახლებაში მშენებლობის მფარველობისთვის მერიის თანამშრომელმა ქრთამი აიღო

23 მარ 202115:32
3 წუთის საკითხავი
 
სუს: აფრიკის დასახლებაში მშენებლობის მფარველობისთვის მერიის თანამშრომელმა ქრთამი აიღო

სუს-ის განცხადებით, ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებულია თბილისის მერიის მუნიციპალური ინსპექციის ისანი-სამგორის რაიონული განყოფილების უფროსი სპეციალისტი.

უწყების მტკიცებით, ბრალდებულმა საქართველოს მოქალაქეს, თბილისში, აფრიკის დასახლებაში მშენებლობის მფარველობისა და ჯარიმისგან განთავისუფლების სანაცვლოდ, შუამავლის მეშვეობით, ქრთამის სახით მოსთხოვა და გამოართვა 2 500 ლარი.

გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს.


close დახურვა