logo
ENG



სუს: აშშ-ის მოქალაქე არ შემოვუშვით, კავშირში იყო აქციებზე დესტრუქციული ჯგუფების ტრენინგებში

06 აპრ 202318:58
3 წუთის საკითხავი
 
2023/04/06/ofual9ku0r39tmt.jpg

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი გრიგოლ ლილუაშვილი ადასტურებს, რომ საქართველოში არ შემოუშვეს ამერიკის მოქალაქე, ევრაზიის საკითხებში სპეციალისტი მარშალ ქომინსი.

ლილუაშვილის თქმით, ქომინსის საქმიანობა დაკავშირებული იყო 7-8 მარტის აქციებზე "დესტრუქციულად განწყობილი ჯგუფების, დატრენინგებასა და მათთვის მითითებების მიცემაში".

"ვადასტურებთ, რომ ამერიკის მოქალაქე, გვარად ქომინსი არ შემოვიდა საქართველოში ჩვენი გადაწყვეტილების საფუძველზე." - განაცხადა სუს-ის ხელმძღვანელმა. შეიძლება [პიტერ] აკერმანზე უარეს საქმიანობასაც ეწეოდა. მე ვადასტურებ, რომ არის კონკრეტული ინფორმაციები, რომლებიც ეყრდნობა მაღალი სანდოობის წყაროებს“ - განაცხადა ლილუაშვილმა

სუს-ის ხელმძღვანელის თქმით, აშშ-ის საელჩო მათი მოქალაქის საქართველოში არშემოშვებაზე მათ არ დაკავშირებია და „ალბათ თვითონაც [აშშ-ის საელჩომ] კარგად იციან, რატომაც არ შემოვუშვით”.

"ამერიკის საელჩო არ დაგვიკავშირდა იმასთან დაკავშირებით, რატომ არ შემოვუშვით ეს კონკრეტული პიროვნება. მე მიზეზი არ ვიცი, სავარაუდოდ, ალბათ თვითონაც კარგად იციან, რატომაც არ შემოვუშვით... მას შემდეგ რაც ის მხილებული იქნა იმ საქმიანობაში, რა საქმიანობითაც წარმოდგენილი იყო აქ. მისი საქმიანობა დაკავშირებული იყო 7-8 მარტის აქციებზე, დესტრუქციულად განწყობილი ჯგუფების, ასე ვთქვათ, დატრენინგებასა და მითითებების მიცემაში და ასე შემდეგ," - განაცხადა მან. 

ლილუაშვილი აცხადებს, რომ არ იცის ქომინსის საქართველოში არშემოშვება დაკავშირებულია თუ არა აშშ-ის მხრიდან ქართველი მოსამართლეების სანქცირებასთან.

„მე ვერ გეტყვით სანქციები პირდაპირ კავშირში არის ამ არშემოშვებასთან თუ არა. ამ საკითხზე ჰკითხეთ ამერიკულ მხარეს“ - განაცხადა ლილუაშვილმა.

მარშალ ქომინსი, მისი ოფიციალური ვებგვერდის მიხედვით, რუსეთისა და ევრაზიის საკითხებში სპეციალისტია. ის უფროსი მრჩეველია და მისი საქმიანობა მოიცავს სტრატეგიულ კონსულტაციებს, საერთაშორისო ადვოკატირებას, კრიზისების მენეჯმენტსა და კომპლექსური პრობლემების გადაჭრის კუთხით მუშაობს.

 

close დახურვა