სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მონაცემებით, ბოლო რვა წელში (2012 წლიდან დღემდე) ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით, ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით, 1 603 ადამიანი დააკავეს უკანონოდ; ამავე პერიოდში, ოკუპირებული ცხინვალის მიმართულებით კი - 1 031 პირი.
საერთო ჯამში, საოკუპაციო ძალებმა სულ 2 634 პირი უკანონოდ დააკავეს. სუს-ის მონაცემების მიხედვით, 2012 წლიდან დღემდე ოკუპაციის შედეგად დაიღუპა ოთხი ადამიანი.
ფორმულამ სუს-დან 2008 წლიდან 2020 წლამდე მონაცემები გამოითხოვა, თუმცა უწყებაში ამბობენ, რომ სრულყოფილ ინფორმაციას მოგვიანებით მოგვაწვდიან.
სუს-ის ცნობითვე, საოკუპაციო ხაზთან, ე.წ. საზღვრის კვეთის ბრალდებით დაკავებულთაგან ამ დრომდე ოკუპირებული ცხინვალის მიმართულებით სამი ადამიანი რჩება, ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით - არც ერთი.
2020 წლის შვიდ თვეში (პირველი იანვრიდან 31 ივლისის ჩათვლით) უკანონოდ დააკავებულია 34 ადამიანი.