კასპში, სოფელ ყარაფილასთან საოკუპაციო ძალებმა საოუპაციო ხაზის უკანონო გავლების სამუშაოები განაახლეს. ამის შესახებ ინფრომაცია ფორმულას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს.
რუსი სამხედროები ადგილზე ხანძარსაწინააღმდეგო ხნულებს ავლებენ. სუს-ის ცნობით, მომხდარის შესახებ გააქტიურებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.
ყარაფილასთან რუსი სამხედროების ქმედებებზე ინფორმაცია სუს-მა გუშინ, პირველ სექტემბერს გაავრცელა.
"აღნიშნული წარმოადგენს მორიგ დესტრუქციულ ნაბიჯს, რაც არსებით საფრთხეს უქმნის უსაფრთხოების გარემოს. ინფორმაცია საოკუპაციო ძალების მორიგი უკანონო ქმედების თაობაზე ეცნობება ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს", - აცხადებენ სუს-ში.