logo
ENG



სუს: მეჯვრისხევთან, ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონო დესტრუქციული ქმედებები შეინიშნება

27 იან 202217:29
3 წუთის საკითხავი
clock 936

სოფელ მეჯვრისხევის მცხოვრებლები აცხადებენ, რომ ოკუპანტებმა სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე თეთრი ლენტები გააბეს და უკანონო ბორდერიზაციის მოსამზადებელი სამუშაოები განაახლეს, თუმცა ბორდერიზაციის ფაქტს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არ ადასტურებს. 

სუს-ის ინფორმაციით, მეჯვრისხევის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე შეინიშნება გარკვეული უკანონო დესტრუქციული ქმედებები.

"ფაქტთან დაკავშირებით ამოქმედებულია ცხელი ხაზი, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. აღნიშნული ასევე განხილული იქნება ყველა შესაბამისი ფორმატის შეხვედრაზე", - აცხადებენ უწყებაში. 


close დახურვა