logo
ENG



სუს: ოკუპანტების მიერ გატაცებული 3 მოქალაქე თავისუფალია

19 აპრ 202421:16
3 წუთის საკითხავი
 
2024/04/19/va1w3apc4qoa850.jpg

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ზემო არცევისა და ოტრევის მიმდებარედ გატაცებული 3 მოქალაქე - თამაზ ეცადაშვილი, ოთარ ტერაშვილი და ვალერი გიუნაშვილი თავისუფალია.  

"საქართველოს მოქალაქეების უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების პროცესში აქტიურად გამოიყენებოდა როგორც საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის (EUMM) უშუალო ჩართულობით მოქმედი "ცხელი ხაზის" მექანიზმი, ისე ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა რელევანტური ინსტრუმენტი. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება ინფორმაციას მუდმივ რეჟიმში აწვდიდა საერთაშორისო პარტნიორებს.

საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა საოკუპაციო ძალას ეკისრება", - ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს სამი მოქალაქე ოკუპანტებმა 15 აპრილს გაიტაცეს.


close დახურვა