logo
ENG



სუს: ოკუპანტებმა სოფელ გუგუტიანთკარის მკვიდრი უკანონოდ დააკავეს

03 თებ 202115:48
3 წუთის საკითხავი
 
2021/02/03/e624r4z0u2028b6.jpg

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, გუშინ, 2 თებერვალს, ოკუპანტებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარის მიმდებარე ტერიტორიაზე ამავე სოფლის მკვიდრი დააკავეს. 

უწყების ცნობით, უკანონო დაკავების ფაქტთან დაკავშირებით, ცხელი ხაზი გააქტიურდა. მომხდარის შესახებ ეცნობა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას და მოხდა საერთაშორისო პარტნიორების ინფორმირება.

"უკანონო დაკავებები მნიშვნელოვნად აუარესებს საოკუპაციო ხაზს გასწვრივ, ასევე ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს და ართულებს ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურობას. არსებული მექანიზმების გამოყენებით მიმდინარეობს აქტიური მუშაობა უკანონოდ დაკავებული პირის დაუყოვნებლივ გათავისუფლების მიმართულებით", - აცხადებენ სუს-ში.


close დახურვა