logo
ENG



სუს: საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ჰამლეტ მარგველაშვილი თავისუფალია

15 სექ 202520:47
3 წუთის საკითხავი
 
2025/09/15/lo52vubjii3rh9w.jpg

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ჰამლეტ მარგველაშვილი თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება.

მარგველაშვილი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხვითის მიმდებარედ, 8 სექტემბერს უკანონოდ დააკავეს.

"ვაგრძელებთ აქტიურ მუშაობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად", - აცხადებენ სუს-ში.


close დახურვა