logo
ENG



სუს: საოკუპაციო ძალებმა სოფელ ხურვალეთის მიმდებარედ ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი განაახლეს

14 ივნ 202317:16
3 წუთის საკითხავი
 
ფოტო: გოგა აფციაური/რადიო თავისუფლება

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთის მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსეთის საოკუპაციო ძალებმა 2022 წელს დაწყებული უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი განაახლეს, რომლის ფარგლებში უკანონოდ დაამონტაჟეს ლითონის ბოძები და მავთულხლართები.

სუს-ის ცნობით, ინციდენტთან დაკავშირებით გააქტიურდა ცხელი ხაზი და ინფორმაცია ეცნობა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს.

"საოკუპაციო ძალების უკანონო აქტივობების თითოეული შემთხვევა, მათ შორის უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებისა და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მწვავე რეაგირების საგანს წარმოადგენს.

საკითხი მწვავედ დაისმება ერგნეთის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრის ფარგლებში, ასევე ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზე.

საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ თითოეულ დესტრუქციულ ქმედებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპციო ძალას", - აღნიშნულია სუს-ის ინფორმაციაში. 


close დახურვა