სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, 26-27 დეკემბერს, წალენჯიხის სოფელ ფახულანის მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ე.წ. საგუშაგოსთან, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა არსებული მავთულხლართების უკან, ახალი უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი დაიწყეს.
კერძოდ, სუს-ის ინფორმაციით, საოკუპაციო ძალებმა ახალი მავთულხლართები გაავლეს, ასევე, დაამონტაჟეს ახალი კონსტრუქციები.
"საოკუპაციო ძალების აღნიშნული ქმედება წარმოადგენს მორიგ დესტრუქციულ ნაბიჯს, რაც კიდევ უფრო მეტ პრობლემებს უქმნის მოსახლეობას თავისუფალი გადაადგილების კუთხით და აუარესებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს.
საკითხთან დაკავშირებით გააქტიურებულია ცხელი ხაზი, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და საერთაშორისო პარტნიორები", - ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.