logo
ENG



სხვისი სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგო გამოყენების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

17 ოქტ 201910:44
3 წუთის საკითხავი
 
zqjyaozsegvd8cl.png

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სხვისი სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგო გამოყენების ფაქტზე იმერეთში ერთი პირი დააკავა.

უწყებაში ამბობენ, რომ პროდუქციის უფრო ეფექტურად გაყიდვის მიზნით, ეჭვმიტანილი ავტომობილის დაბალი ხარისხის მაგნიტოფონებს ერთ-ერთი ცნობილი კომპანიის სასაქონლო ნიშნით ასაღებდა. ჯამში 39 ერთეული კონტრაფაქციული ტექნიკაა ამოღებული.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სხვისი სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგო გამოყენების ფაქტზე, ერთი პირი ამხილა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 196-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით თავისუფლების 2 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.


close დახურვა