ტაივანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ტაივანის საჰაერო სივრცეში ჩინეთის ძალების 18 თვითმფრინავი შეიჭრა.
ტაივანის საჰაერო ძალების ცნობით, საპასუხოდ, ჩინეთის გაფრთხილების მიზნით, ტაივანმაც აუშვა თვითმფრინავები ცაში.
ტაივანის ცნობით, ჩინეთის საჰაერო ძალებს ცეცხლი არ გაუხსნია.
ჩინეთის თავდაცვის სამინისტროს ფაქტზე კომენტარი არ გაუკეთებია.
ტაივანი აცხადებს, რომ ჩინეთის ძალებისგან ამგვარი ქმედებები ბოლო 2 წლის განმავლობაში განსაკუთრებით გახშირდა.