გუშინ ტაივანში 7,2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რომელსაც 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო დაშავდა 25.
ეს კუნძულზე, ბოლო 25 წლის განმავლობაში, ყველზე მძლავრი მიწისძვრა იყო.
ცნობილია, რომ მიწისძვრის ეპიცენტრი მცირე დასახლება - ჰუალიენი იყო. სადაც შენობების ნანგრევებში სულ მცირე 20 ადამიანია მოყოლილი.
იაპონიის მეტეოროლოგიური სააგენტო აცხადებს, რომ ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთ სანაპიროს ტერიტორიებზე ცუნამის 3 მეტრამდე სიმაღლის ტალღებია მოსალოდნელი.
მოსალოდნელი ცუნამის შესახებ ფილიპინების სეისმოლოგიური სააგენტოც იუწყება.