ტაილანდის დედაქალაქის, ბანგკოკის მახლობლად ავტობუსს ავარიის შედეგად ცეცხლი წაეკიდა და ათობით ადამიანი დაიღუპა.
ტაილანდის ტრანსპორტის მინისტრის ცნობით, 16-მა ბავშვმა და 3-მა მასწავლებელმა ავტობუსიდან თავის დაღწევა მოახერხა, 22 მოსწავლე და 3 მასწავლებელი კი დაიკარგა.
უწყების განცხადებით, ავარიას მრავალი დაღუპული და დაშავებულები ჰყავს, თუმცა ამ დროისთვის რაოდენობა უცნობია.
ავტობუსში, რომელშიც ბავშვები და მასწავლებლები იმყოფებოდნენ, სკოლის ექსკურსიიდან, ჩრდილოეთ პროვინციიდან, უტაი ტანიდან ბრუნდებოდნენ.