logo
ENG



ტანკერის აფეთქებას ჩინეთში 19 ადამიანი ემსხვერპლა

14 ივნ 202012:45
3 წუთის საკითხავი
clock 285

საწვავით დატვირთული ტანკერის აფეთქებას ჩინეთში 19 ადამიანი ემსხვერპლა. შემთხვევა ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთით, ქალაქ ვეილინთან მოხდა. შემთხვევის შედეგად 132 ადამიანია დაშავებული.

ტანკერი დასახლებულ პუნქტში გავლისას აფეთქდა.  მომხდარის შედეგად ჩამოინგრა რამდენიმე შენობა. ნანგრევებში დარჩენილთა ამოსაყვანად  მობილიზებული იყო სამაშველო ჯგუფები. აფეთქების მიზეზი ჯერ-ჯერობით უცნობია.  


close დახურვა