რუსეთის ოკუპაციის 35 დღის განმავლობაში კიევის რეგიონში, გოსტომელში 400 ადამიანი უგზოუკვლოდ დაიკარგა. ამის შესახებ გოსტომელის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ტარას დუმენკომ განაცხადა.
"ჩვენ ვიცით, რომ ადამიანები მოკლეს. გვაქვს ამის დამადასტურებელი ფოტო და ვიდეო ჩანაწერი, მაგრამ ვერ ვპოულობთ. როდესაც კავშირი იყო, თვითმხილველებმა შეძლეს, ეს ინფორმაცია მოეწოდებინათ", - ამბობს ის.
დუმენკოს თქმით, "რუსები თავიანთი სისასტიკის კვალს წმენდენ".
"გოსტომელის მიმართულებით, გზის გასწვრივ იყო ჩაცხრილული მანქანები, სადაც ცხედრები ესვენა, მათ შორის ბავშვები, მაგრამ ეს ცხედრები გაქრა"- ამბობს დუმენკო.
უკრაინელებმა ოკუპანტებისგან კიევის ოლქი (ირპენი, ბუჩა, გოსტომელი) 2 აპრილს დაიბრუნეს.