უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ზაპოროჟიესთან რუსული არმიის თავდაცვის პირველი ხაზი გაარღვიეს. ამის შესახებ ტავრიის ჯარების ოპერატიულ-სტრატეგიული ჯგუფის მეთაურმა, ბრიგადირის გენერალმა ალექსანდრე ტარნავსკიმ Observer-თან ინტერვიუში ისაუბრა.
მისი თქმით, რუსეთმა თავდაცვის პირველი ხაზის აგებაზე დროის და რესურსების 60% დახარჯა, ხოლო მეორეზე და მესამეზე - მხოლოდ 20%, რადგან მოსკოვი "არ ელოდა, რომ უკრაინული ძალები პირველ ხაზს გაარღვევდნენ".
"ჩვენ ახლა პირველ და მეორე თავდაცვით ხაზებს შორის ვიმყოფებით"- აღნიშნა ტარნავსკიმ.
გენერალმა ასევე, განმარტა, რომ პირველ და მეორე თავდაცვით ხაზებს შორის დიდი განსხვავებაა - მეორე ხაზი პირველზე გაცილებით სუსტია, რაც უკრაინულ ძალებს საშუალებას მისცემს, ტექნიკა გამოიყენონ.