დიუსელდორფში მიმდინარე გრანდ სლემზე ძიუდოში 81 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ტატო გრიგალაშვილმა რუსი ოლიმპიური ჩემპიონი ხასან ხალმურზაევი დამაჯერებლად დაამარცხა და ოქროს მედლის მფლობელი გახდა.
„მადლობა ყველას გულშემატკივრობისთვის. ვიყავი განწყობილი საჩემპიონოდ და გამომივიდა. ბოლო მეტოქე, მსოფლიოს და ოლიმპიური ჩემპიონი კიდევ უფრო დიდ მოტივაციას მაძლევდა. კიდევ ერთხელ დიდ მადლობას ვუხდი ჩემს გულშემატკივარს", - ამბობს გრიგალაშვილი.
აღსანიშნავია, რომ ფინალამდე ქართველმა გზად ორი მსოფლიო ჩემპიონი და ამ ტურნირის შარშანდელი ფინალისტი ჩამოიშორა. ნახევარფინალში კი ყირგიზეთის წარმომადგენელი ვლადიმირ ზოლოევი სუფთა გამარჯვებით დაამარცხა.
დიუსელდორფის გრანდ სლემზე დღეს სამ წონით კატეგორიაში ექვსი ქართველი იასპარეზებს.