logo
ENG



ტატუნაშვილის წამების საქმეზე ბრალდებულებს უვადო პატიმრობა დაუსწრებლად განესაზღვრათ

16 დეკ 202018:49
3 წუთის საკითხავი
 
2020/12/16/8jsykm6z5lvmjbi.jpg

მცხეთის რაიონულმა სასამართლომ არჩილ ტატუნაშვილის ჯგუფურად წამებაში დახმარებისთვის, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებს - დავით გურწიევსა და ალიკ ტაბოევს უვადო თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად განუსაზღვრა.

მტკიცებულებების თანახმად, 2018 წლის 22 თებერვალს, საქართველოს მოქალაქეები არჩილ ტატუნაშვილი, ი.პ., ლ.ქ. ზ.გ. და ე.გ. იყვნენ ოკუპირებული ახალგორის ტერიტორიაზე. ეს გარემოება ცნობილი გახდა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებისთვის და გადაწყვიტეს, რომ არჩილ ტატუნაშვილისთვის უკანონოდ აღეკვეთათ თავისუფლება, მიეყვანათ მათთვის ხელსაყრელ ადგილზე და ეწამებინათ.

პროკურატურის განცხადებით, ცხინვალის ე.წ. პროკურატურის შენობაში ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. სამართალდამცველებმა, 2008 წლის აგვისტოს ომში მონაწილეობისთვის არჩილ ტატუნაშვილი აწამეს, რა დროსაც სხეულზე მიაყენეს სხვადასხვა სახის 100-ზე მეტი დაზიანება. მიღებული დაზიანებების შედეგად არჩილ ტატუნაშვილი გარდაიცვალა.

დავით გურწიევისა და ალიკ ტაბოევის მიმართ ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით გამოცხადებულია საერთაშორისო ძებნა.


close დახურვა