საგაკვეთილო პროცესს მომავალი კვირიდან ტელევიზია ჩაანაცვლებს. საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხზე სკოლის მოსწავლეების, აბიტურიენტებისა და ეროვნული უმცირესობის წარმომადგენელი მოსწავლეებისათვის ტელეგაკვეთილები იწყება. ამ პროექტით, განათლების სამინისტრო შეწყვეტილი სასწავლო პროცესის კონპენსირებას ცდილობს, თუმცა სპეციალისტები ამბობენ, რომ ტელესკოლა საგაკვეთილო პროცესს ვერ ჩაანაცვლებს.
გაურკვეველი დარჩება ისიც, როგორ აითვისეს მოსწავლეებმა ტელეეთერიდან მიწოდებული მასალა. ისინი პრობლემას მოსწავლეებთან ინტერაქციის არასებობაშიც ხედავენ. სპეციალისტების ნაწილი არ გამორიცხავს, რომ პრობლემები ეროვნულ გამოცდებსაც შეექმნას. ტელესკოლა რომ მასწავლებლებთან კომუნიკაციის გარეშე ეფექტიანი ვერ იქნება, ამ აზრს ეთანხმებიან პედაგოგებიც. მათთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი საკითხია,არსებობს თუ არა საკმარის საგანმანათლებლო რესურსი, განსაკუთრებით, არაქართული ეთური წარმომავლობის მოსწავლეებისთვის.
ტელესკოლის პროექტითან დაკავშირებით კითხვები აქვს ოპოზიციასაც. პოლიტიკოსები ამბობენ, რომ ეს ფორმატი ვერ უზრუნველყოფს მოსწავლეების სრულად ჩართვას და ხელისუფლებას ინტერნეტიზაციის პროექტის ჩაგდების გამო აკრიტიკებენ.