ტელეკომპანია "ფორმულა" 25-წლიანი გამოცდილების მქონე გავლენიან ამერიკულ კვლევით კომპანიასთან თანამშრომლობას იწყებს. ორგანიზაცია „ედისონ რისერჩი" 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის "ფორმულას" დაკვეთით 6 სოციოლოგიურ გამოკითხვას ჩაატარებს. კვლევით ორგანიზაციას საქართველოში ეგზიტპოლი 4 არჩევნების დროს უკვე მომზადებული აქვს და გამოკითხვის შედეგები ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემების იდენტური იყო. თანამშრომლობის მემორანდუმი "ფორმულასა" და ედისონ რისერჩს შორის ოფიციალურად დღეს გაფორმდება.