ტელეკომპანია ფორმულამ, არსებული გამოწვევების პასუხად, საეთერო ბადეში ცვლილებები შეიტანა - ეთერში რამდენიმე ახალი გადაცემა გავა და მაყურებელი კორონავირუსის შესახებ მრავალმხრივ ინფორმაციას მიიღებს. ვირუსმა ტელეკომპანიის თანამშრომლების მუშაობის სტილიც შეცვალა - ჟურნალისტებს უსაფრთხოების გამკაცრებული სტანდარტების დაცვა უწევთ.