logo
ENG



ტემპერატურა 2-3 გრადუსით დაიკლებს - როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში

14 აგვ 202319:48
3 წუთის საკითხავი
 
ტემპერატურა 2-3 გრადუსით დაიკლებს - როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარე კვირის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა გასულ კვირასთან შედარებით 2-3 გრადუსით დაიკლებს, თუმცა ქვეყნის ტერიტორია კვლავ რჩება თბური ტალღის ზემოქმედების ქვეშ.

მათივე ცნობით, ცალკეულ დღეებში დასავლეთ საქართველოს დაბლობში ჰაერის ტემპერატურამ შესაძლებელია 34◦C, 36◦C, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში 35◦C,  37◦C-ს მიაღწიოს. ქვეყნის მთიან რაიონებში დღის მაქსიმალური ტემპერატურა 31◦C,  36◦C, მაღალმთაში 26◦C,  31◦C-მდე მოიმატებს.

სააგენტოში ამბობენ, რომ მოსალოდნელი მაღალი ტემპერატურები ტყის ხანძრებისა და მყინვარების დნობასთან დაკავშირებული პროცესების გააქტიურების ხელშემწყობ პირობებს წარმოადგენს.


close დახურვა