logo
ENG



ტეხასში, 18 წლის ბიჭმა დაწყებითი სკოლის 14 მოსწავლე და მასწავლებელი მოკლა

25 მაი 202200:41
3 წუთის საკითხავი
clock 2239
2022/05/25/7mafcmi6rlf5u1h.jpg

ტეხასის შტატში, ერთ-ერთ დაწყებით სკოლაში უცნობი პირი შეიჭრა და ტერიტორიაზე ცეცხლი გახსნა. 

ქალაქ უვალდის გუბერნატორმა გრეგ ებოტმა განაცხადა, რომ შემთხვევის შედეგად დაიღუპა 14 მოსწავლე და 1 მასწავლებელი.

მისივე თქმით, გარდაცვლილია ეჭვმიტანილიც, რომელიც 18 წლის იყო.

ამასთან, გუბერნატორმა აღნიშნა, რომ ეჭვმიტანილმა დაწყებით სკოლაში ცეცხლის გახსნამდე, სავარაუდოდ, ბებიამისს ცეცხლსასროლი იარაღით რამდენიმე ტყვია ესროლა. 


close დახურვა