logo
ENG



ტვ პირველის გადამღებ ჯგუფზე თავდასხმაში ბრალდებულს გირაო შეეფარდა

02 ივლ 202123:33
3 წუთის საკითხავი
 

ტვ პირველის გადამღებ ჯგუფზე თავდასხმაში ბრალდებულ გოჩა აფრასიძეს მოსამართლემ გირაო შეუფარდა. 

როგორც არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე ამბობს, ეს სასამართლოში არსებული ე.წ. კლანის მიერ მიღებული გადაწყვეტილებაა.

„კლანის მსახურმა ტვ პირველის ჟურნალისტებზე თავდამსხმელი გირაოთი გაათავისუფლა. ეს კლანი არის ქვეყნის შავი ჭირი", - წერს მელაძე სოციალურ ქსელში.

ტვ პირველის ჟურნალისტი ნინო ელიკაშვილი სოფელ წინწყაროში ადგილობრივების პრობლემების გასაშუქებლად ჩავიდა, გამგებლის ოჯახი კი კრიტიკულმა კითხვებმა გააღიზიანა. 

თავდასხმაში ბრალდებული გოჩა აფრასიძე სოფელ წინწყაროს გამგებლის ბიძაა.

არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსის, ტელეწამყვან ნოდარ მელაძის ცნობით, ჟურნალისტებს სწორედ სოფლის გამგებელი და მისი ბიძა გაუსწორდნენ ფიზიკურად. კადრებში ჩანს, რომ ერთ-ერთმა პირმა ჟურნალისტს მიკროფონი წაართვა და მასზე დამაგრებული ღრუბელი ესროლა. 


close დახურვა