logo
ENG



ტვ პირველის ოპერატორსა და ქუჩაში გამვლელზე თავდასხმაში ბრალდებულებს პატიმრობა შეეფარდათ

17 ივლ 202113:37
3 წუთის საკითხავი
 

თბილისის საქალაქო სასამართლომ 5 ივლისის ძალადობრივ მოვლენებში მონაწილე ორ პირს პატიმრობა შეუფარდა.

ვანო ბურდულს ბრალად ედება ტვ პირველის ოპერატორის, ლევან ბრეგვაძის, საქმიანობის გამო დევნა და ძალადობა, ხოლო დავით ქოჩიაშვილს - ქუჩაში გამვლელზე თავდასხმა და ძალადობა.

პროკურატურა დაკავებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობას ითხოვდა, დაცვის მხარე კი გირაოს. სასამართლომ პროკურატურის მოთხოვნა გაიზიარა.

5 ივლისს მედიაზე განხორციელებული თავდასხმების შედეგად დაშავდა 53 ადამიანი, მათ შორის ლექსო ლაშქარავა - ტვ პირველის ოპერატორი 11 ივლისს გარდაიცვალა. 

 


close დახურვა