სოციალური ქსელი „ტვიტერის" აღმასრულებელი დირექტორი აცხადებს, რომ ახალ კორონავირუსთან საბრძოლველად ერთ მლრდ. აშშ. დოლარს გაიღებს, რაც მისი ქონების 28 პროცენტს შეადგენს.
ამის შესახებ ჯეკ დორსიმ მიკრობლოგზე დაწერა და განმარტა, რომ თანხას ერთ-ერთი საქმელმოქმედო ფონდის ანგარიშზე გადარიცხავს, რომელიც უნივერსალურ საბაზისო შემოსავალს, ასევე ქალების ჯანბმრთელობასა და განათლებას მოხმარდება. „ტვიტერის" აღმასრულებელი დირექტორის შემოსავალი „ფორბსის" მონაცემებით 3,3 მილიარდ ამერიკულ დოლარს შეადგენს.