logo
ENG



ტიკარაძე: COVID 19-ით გარდაცვალება საწოლების ან სასუნთქი აპარატების რესურსთან კავშირში არაა

12 ოქტ 202012:00
3 წუთის საკითხავი
 
6sgv9lz0fim7zzx.jpg

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, კორონავირუსით გარდაცვალების შემთხვევები საწოლების ან სასუნთქი აპარატების რესურსს არ უკავშირდება. 

"ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვაცხადებით იმ კრიტიკული პაციენტების რიცხვს, რომლებიც ქვეყნის მასშტაბით მკურნალობენ. სწორედ მწვავე და კრიტიკული პაციენტების გართულებების შედეგად ხდება სიკვდილობის მატება. ამას საწოლფონდის და სასუნთქი აპარატების რესურსთან კავშირი არ აქვს", - თქვა მან.

ტიკარაძე ირწმუნება, რომ ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებისთვის საწოლების საკმარისი რაოდენობაა. 

ტიკარაძის თქმით, უწყება ყოველდღიურად აკვირდება საწოლების დატვირთვის დინამიკას და იგეგმება საწოლების დამატებაც, ვინაიდან ინფიცირებულთა რიცხვი ყოველდღიურად იზრდება. 

"ახლა სამინისტროში მიმდინარეობს კლინიკებთან შეხვედრა. ის კლინიკები, რომლებიც კოვიდ ინფექციის მართვაში ნაწილობრივ, ჰიბრიდული მეთოდით არიან ჩართულები, დღის ბოლომდე სრულად დაიტვირთებიან", - თქვა ტიკარაძემ.

რაც შეეხება სასუნთქ აპარატებს, როგორც ტიკარაძე ამბობს, ამ ეტაპზე თავისუფალია 150-ზე მეტი აპარატი, თუმცა, იმ კლინიკების დახმარებით, რომლებიც კორონავირუსის მართვაში ჩაერთვებიან, აპარატები დაემატება.

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში COVID-19 12 272 ადამიანს დაუდასტურდა. აქედან 6 538 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო 91 დაიღუპა.


close დახურვა