ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ჯერჯერობით უცნობია, კორონავირუსით გარდაცვალების 53 შემთხვევა ერთ დღეში რეკორდულია თუ შეიძლება გაუარესდეს.
"დღეს ისეთი შედეგები გვაქვს, როგორი სიკვდილიანობის მაჩვენებელიც 2 და 3 კვირის წინ გვქონდა. აქედან გამომდინარე, ეს არის მოსალოდნელი რიცხვი, რომელზეც ჯერ არ შეგვიძლია ვთქვათ, არის თუ არა რეკორდული, თუ შესაძლოა, რომ გაუარესდეს მომდევნო დღეებში". - თქვა ტიკარაძემ.
კორონავირუსით ბოლო 24 საათში სწორედ 53 ადამიანი გარდაიცვალა. ეს ამ დრომდე ყველაზე მაღალი რიცხვია. COVID 19 საქართველოში სულ 2 055 ადამიანის სიკვდილის მიზეზი გახდა.