ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ ხვალიდან დაიწყება აგრესიული ტესტირებები, რომელშიც საზოგადოების კონკრეტული კატეგირია ჩაერთვება.
„მოწყვლადი ჯგუფები - მოხუცებულთა თავშესაფრები და ისეთი სათემო პანსიონატები, სადაც შშმ პირები არიან მოთავსებულები, როგორც ბავშვები, ასევე ზრდასულები, ჩაერთვებიან ტესტირებაში, რათა მოხდეს ამ ჯგუფების დეტალური შესწავლა და არ მოხდეს მათთში ინფექციის გავრცელება“, - განაცხადა მინისტრმა.