logo
ENG



ტიკარაძე: პაციენტებს, რომელთაც კორონავირუსის მსუბუქი მიმდინარეობა აქვთ, სახლში იმკურნალებენ

02 აპრ 202013:40
3 წუთის საკითხავი
 

ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ კორონავირუსთნ დაკავშირებით პაციენტების მკურნალობის პროტოკოლზე ისაუბრა და განაცხადა, რომ პაციენტები, რომელთც დაავადების მსუბუქი მიმდინარეობა აქვთ, მკურნალობას სახლში გაივლიან.

„კომუნიკაციის პირველი დღიდან, იანვრიდან, ჩინელმა ექიმებმა მოგვაწოდეს სტატისტიკა, რომ დაავადება მიმდინარეობს უსიმპტოოდ ან მსუბუქი ფორმებით, ასეა ხებდა 80%-ში. სწორედ ამაზე დაწყრდნობით მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ ის პაციენტები, რომლებსაც მსუბუქი მიმდინარეობა აქვთ, ოჯახის ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ მკურნალოაბას გაივლიან სახლში. მათი პირველადი კომუნიკაცია მოხდება სატელოგონო ზარით. გვაქვს საშუალება 112-ზე მივიღოთ ზარები და დავგეგმოთ შემდეგი ტაქტიკა. პაციენტს თუ უფიქსირდებაგარკვეული სიმპტომები, ექიმი სპეციალისტი აძლევს რჩევას დაყოოვნდეს სახლში. ამნამნეზის დადგენის შემდეგ მიიღება გადაწყვეტილება უნდა მოხდეს სტაციონარში გადაყვანა თუ დაყოვნდეს ბინაში. პაციენტის მდგომარეობის გართულების შემდეგ, მოხდება პაციენტის სტაციონარში გადაყვანა“, - განაცხადა ტიკარაძემ.


close დახურვა