ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ბათუმის კლუბები უნდა შეიზღუდოს.
"ამ ეტაპზე ვატარებთ დამატებით მონიტორინგს და ვაფრთხილებთ ყველა იმ დაწესებულებების, სადაც ღონისძიებები იმართება. ასევე, მნიშვნელოვანია შრომის ინსპექციის ჩართულობა სასტუმროებთან მიმართებაში, სადაც გავამკაცრებთ ღონისძიებებს - განხორციელება დამატებითი მონიტორინგი". - თქვა მინისტრმა.
2 სექტემბერს საქართველოში ახალი კორონავირუსი სულ 38 ადამიანს დაუდასტურდა. მათგან 22 ბათუმში, საკონდიტრო დონას თანამშრომლები და მათი კონტაქტები არიან.
კორონავირუსი დაუდასტურდა აჭარაში, ჩაქვში, სასტუმრო ოაზისის ერთ-ერთ სტუმარსაც. სასტუმროში 400 ექიმი კონფერენციას ესწრებოდა. ახლა ისინი საკარანტინო სივრცეებსა და თვითიზოლაციაში ნაწილდებიან.
ბათუმში კოვონავირუსის უფასო ტესტის გაკეთება 3 კარავსა და 5 კლინიკაშია შესაძლებელი.