logo
ENG



ტიკარაძე: საქართველო მზადაა დაეხმაროს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ თავის მოქალაქეებს

19 მაი 202009:55
3 წუთის საკითხავი
 

ქვეყანა მზადაა დაეხმაროს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოქალაქეებს, ამის შესახებ ეკატერინე ტიკარაძე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

ტიკარაძის განმარტებით   საქართველოს ხელისუფლება ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ ეპიდსიტუაციაზე სრულ ინფორმაციას არ ფლობს. 

“ჩვენი ქვეყნის 20% ოკუპირებულია. სამწუხაროდ, სწორედ ამიტომ, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება სრულ ინფორმაციას არ ფლობს ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არსებულ ეპიდსიტუაციაზე. საოკუპაციო რეჟიმებიდან გავრცელებული ინფორმაცია რეალობას არ შეესაბამება. საქართველოს ცენტრალური მთავრობა გაეროს სააგენტოებისა და სხვა საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით, მზადაა დახამრება გაუწიოს თავის მოქალაქეებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე“, - განაცხადა ტიკარაძემ.


close დახურვა