ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, სამინისტრო ინფიცირების პიკური მაჩვენებლის მოლოდინშია, თუმცა ამ ეტაპისთვის არსებული მდგომარეობით სამინისტრო მზად არის, რომ სიტუაცია მართოს.
„საქართვეოში ჩვენ პიკი არ გვოქნია, ჩვენ ვმართეთ ვირუსის გავრცელება და გვაქვს ის პლატო, რომელიც დღესდღეობით გვაქვს, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ სამომავლოდ არ შეიძლება გაგვეზარდოს ინფიცირებულთა რაოდენობა. ჩვენ ვართ მოლოდინში, რომ დადგეს გარკვეული პიკური მაჩვენებელი, მაგრამ ამ ეტაპისთვის არსებული მდგომარეობით ჩვენ შეგვიძლია ვმართოთ ყველა პაციენტი სტაციონარში და ის მობილიზაცია, რომელიც გვაქვს საკარანტინო ზონებში განხორციელებული ძალაში რჩება, თუმცა ამ დროისთვის არ გამოიყენება“,-განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.