logo
ENG



ტიკარაძე: შეზღუდვებისთვის ინიციატივები ამ ეტაპისთვის არ გვაქვს

18 ოქტ 202116:02
3 წუთის საკითხავი
 
ტიკარაძე: შეზღუდვებისთვის ინიციატივები ამ ეტაპისთვის არ გვაქვს
საქართველოს მთავრობა

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ამ ეტაპისთვის ახალი შეზღუდვების დაწესების ინიციატივა ჯანდაცვის სამინისტროს არ აქვს. 

ამასთან, როგორც ტიკარაძემ აღნიშნა, არც დისტანციურ სწავლაზე გადასვლის მოლოდინი არსებობს. 

"ამ ეტაპისთვის შეზღუდვებისთვის ინიციატივები არ გვაქვს. აქედან გამომდინარე, ალბათ ადგილზე ვიმსჯელებთ უკვე ყველა იმ მრავლობითი ფაქტორის გათვალისწინებით, თუ რა იქნება შემდეგი ღონისძიებები.

სკოლის ჩაკეტვის თაობაზე მოლოდინი არ გვაქვს, ვინაიდან, დაავადებათა კონტროლის ცენტრთან ერთად, განათლების სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს, მიმდინარეობს აქტიური მონიტორინგი, ხდება კლასების, სკოლების დახურვა და მე ვთვლი, რომ სწორედაც ლოკალური მენეჯმენტი არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ მოხდეს მყისიერი რეაგირება და ამ მყისიერი რეაგირებიდან გამომდინარე, თავი ავარიდოთ შემდეგ გლობალურ ჩაკეტვებს", - ამბობს ტიკარაძე.

18 ოქტომბისთვის საქართველოში კორონავირუსის 2 479 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 42 ადამიანი. ამასთან, დღიურად ჩატარდა 25 385 ტესტი. 

ბოლო 24 საათში დღიურად ჩატარდა 2 260 აცრა. ვაქცინაციის დაწყებიდან დღემდე სულ ჩატარებულია 1 914 269 აცრა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 9 510 პირი ემსხვერპლა.


close დახურვა