logo
ENG



ტიკარაძე ადასტურებს, რომ ქვეყანაში კორონავირუსის მე-4 ტალღა დაიწყო

23 ივლ 202117:09
3 წუთის საკითხავი
clock 1298
ტიკარაძე ადასტურებს, რომ ქვეყანაში კორონავირუსის მე-4 ტალღა დაიწყო
საქართველოს მთავრობა

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ადასტურებს, რომ ქვეყანაში კორონავირუსის მე-4 ტალღა დაიწყო. 

როგორც ტიკარაძემ რუსთავი 2-ის ეთერში აღნიშნა, მოქალაქეებმა უნდა ატარონ პირბადე და აქტიურად ჩაერთონ ვაქცინაციის პროცესში. 

"შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის მეოთხე ტალღა და ჯანდაცვის სექტორში სრული მობილიზაცია დაწყებულია. კიდევ ერთხელ ვთხოვთ ჩვენს მოქალაქეებს, რომ გაუფრთხილდნენ საკუთარ თავს და გარემოცვას, ატარონ პირბადე და აქტიურად ჩაერთონ ვაქცინაციის პროცესში", - ამბობს ტიკარაძე. 

დღეს, 23 ივლისს საქართველოში კორონავირუსის 2 460 შემთხვევა გამოვლინდა, 20 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო 24 საათის განმავლობაში აიცრა 8286 ადამიანი. ამ ეტაპზე, საქართველოს მასშტაბით ორჯერადად აცრილია 126 739 ადამიანი. 

კორონავირუსის პირველი შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 26 თებერვალს გამოვლინდა. მას შემდეგ ჯამში დაინფიცირდა 398 081 ადამიანი, აქედან 5 656 დაიღუპა. 


close დახურვა