logo
ENG



ტიკარაძე გადადგომაზე: სისტემას ჭირდება ის რეფორმები, რომელიც მე მაქვს დაგეგმილი

24 ნოე 202022:48
3 წუთის საკითხავი
 
2020/11/24/atczv0qc9poe1wc.jpg

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე რუსთავი 2-ის ეთერში მისი გადადგომის შესახებ არსებულ მოთხოვნებს პასუხობს და ამბობს, რომ თანამდებობიდან წასვლას არ აპირებს. მისი თქმით, ჯანდაცვის სისტემას ჭირდება ყველა ის რეფორმა, რომელიც მას აქვს დაგეგმილი. 

"მე არ ვთვლი რომ არ გამომდის საქმე. ნამდვილად ვთვლი, რომ ვაკეთებ ყველა საჭირო ქმედებას იმისათვის, რომ ქვეყანაში წარმატებულად წარიმართოს კოვიდპანდემიასთან მიმართებით ყველა ქმედება და ვთვლი, რომ კიდევ ძალიან ბევრი არის გასაკეთებელი და ამიტომ ჯანდაცვის სისტემას ჭირდება ყველა ის რეფორმა, რომელიც მე მაქვს დაგეგმილი", - ამბობს ტიკარაძე. 

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შემუშავებული დამატებითი შეზღუდვების შესახებ ხვალ, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი. 

 დღეს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3 128 შემთხვევა დაფიქსირდა, ვირუსის შედეგად გარდაიცვალა 39 ადამიანი. ჩატარდა 5477 PCR ტესტი, რაც ნიშნავს, რომ ტესტირებულთა 57% კოვიდდადებითი აღმოჩნდა. 


close დახურვა