ეკატერინე ტიკარაძე სამედიცინო დაწესებულებების პირადი დაცვის საშუალებებით აღჭურვასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს და ამბობს, რომ ყველა დაწესებულება, რომელიც საჭიროებდა სხვადასხვა აპარატებს, უკვე მომარაგებულია და მათი მომარაგება მომავალშიც გაგრძელდება.
ჯანდაცვის მინისტრი დაინფიცირებულ ექიმებთან დაკავშირებითაც საუბრობს და ამბობს, რომ უკვე დაინფიცირებული ექიმებიდან არც ერთი მუშაობის დროს არ დაინფიცირებულა. ხოლო ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ ექიმების დეფიციტია საქართველოში, - ჯანდაცვის მინისტრი არ ადასტურებს.
„ჩვენ ვზრუნავთ და სახელმწიფოს მხრიდან ხდება ექიმების უზრუნველყოფა პირადი დაცვის საშუალებებით. გარკვეული სტრატეგია გვაქვს შემუშავებული ყველ იმ დაწესებულებასთან მიმართებაში, რომელიც საჭიროებდა და საჭიროებს, თუნდაც სასუნთქ აპარატებს და ჩვენ მათ ვამარაგებთ ეტაპობრივად.
"რაც შეეხება ექიმების დაინფიცირებას, მნიშვნელოვანი ფაქტია ის, რომ უმრავლესი შემთხვევა არ მომხდარა სამუშაო ადგილიდან. ექიმებს უტარდებათ ტრენინგები, რომელიც არის პირადი დაცვის საშუალებების სწორ გამოყენებასთან დაკავშირებით და კიდევ უფრო ვამკაცრებთ ღონისძიებებს ამასთან მიმართებაში. ასევე, რა თქმა უნდა, დეტალურად ვიკვლევთ იმ დამატებით ხარვეზებს, რომელმაც გამოიწვია მათი დაინფიცირება.
"საკითხს იმასთან დაკავშირებით, რომ ექიმების დეფიციტი დგას ამ ეტაპზე არ ვადასტურებ. გაგვაჩნია იმის რესურსი, რომ სტრატეგიულად დავგეგმოთ ექიმების გადანაწილება და ეს დეფიციტი იმ რეგიონებში სადაც ექიმები დაინფიცირდნენ არ შეიქმნება“, - აცხადებს ჯანდაცვის მინისტრი.