logo
ENG



ტიკარიძე: ყველა პრევენციული ღონისძიება, რომელიც საჭირო იყო, რომ გატარებულიყო, გატარებულია

27 იან 202018:10
3 წუთის საკითხავი
 

კორონავირუსის  გავრცელების  პრევენციის  მიზნით  ჩინეთიდან   პირდაპირი რეისები გადაიდო, ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარიძის თქმით,  მოქალაქეების  ეძლევათ რეკომენდაცია, რათა მათ შეზღუდონ ფრენები და მოგზაურობა ჩინეთის მიმართულებით, შეიქმნას საგანგებო საკოორდინაციო ჯგუფი, რომელიც აქტიურად მუშაობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან ვირუსის გავრცელებისა და მოსალოდნელი საფრთხეების შესახებ. 

„ჩვენ გვაქვს შექმნილი საგანგებო საკორდინაციო ჯგუფი, რომელიც აქტიურად მუშაობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან იმ მიმართულებით რომ გვქონდეს აქტიური ინფორმაცია. ჩვენი საჰაერო მიმოსვლა ასევე არის კონტროლ ქვეშ და გვაქვს ყველანაირი ინფორმაცია ყველა ავიახაზებიდან, რომლებიც საქართველოში ახორციელებენ ფრენას, თუ რომელი მგზავრი რომელი ლოკაციიდან იწყებს ფრენას და ყველა პრევენციული ღონისძიება რომელიც დღემდე საჭირო იყო, რომ ყოფილიყო გატარებული, გატარებული არის“,-განაცხადა ეკატერინე ტიკარიძემ.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსით გარდაცვლილთა შესახებ პირველი ცნობები რამდენიმე დღის წინ გავრცელდა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ვიზიტორთა შემოწმება 25 იანვარს დაიწყეს.

 


close დახურვა