logo
ENG



ტიტუშკები მოგვიგზავნეს - ქაცარავა ატოცში მიმდინარე აქციაზე

26 ოქტ 201916:52
3 წუთის საკითხავი
 
3htimn8onhk8276.png

ხმაური იყო ცოტა ხნის წინ შაქშაქეთის მიმდებარე ტერიტორიაზე. ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრებსა და მოქალაქეთა ერთ ჯგუფს შორის დაპირისპირება მოხდა. მოაქლაქეები აცხადებდნენ, რომ ადგილობრივები იყვნენ. ისინი დავით ქაცარავასა და მისი თანამებრძოლების ატოცში ყოფნას აპროტესტებდნენ. დაპირისპირების ამსახველი ვიდეომასალა მედიაპორტალმა „კვირამ“ გაავრცელა.

"რაც ქაცარავა გამოჩნდება ჩვენს ტერიტორიებზე, იმდენჯერ ტერიტორიებს ვკარგავთ. გამოჩნდება ვითომ კაი ბიჭი და კაი ქართველი, ამ დროს კი ვკარგავთ ტერიტორიებს" , -განაცხადა აქციის ერთ-ერთმა წევრმა.

ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრების განცხადებით კი მათ "ტიტუშკები" სპეციალურად მიუგზავნეს. როგორც მოძრაობის "ძალა ერთობიაშია" წევრი დავით ქაცარავა ამბობს, მსგავსი პრაქტიკა "ქართული ოცნების" ხელწერაა.

"​მოგვიგზავნეს იმისთვის, რომ როგორღაც მოხერხდეს ჩვენი განრიდება. ეს არის დაახლოებით იმ სერიიდან, რაც ცოტა ხნის წინ მოგვიწყო შსს-მ მობნევში, სადაც ადგილობრივი ქოც-აქტივის ტიტუშკები მოგვიგზავნეს. მოგვიწყეს პროვოკაცია და მოხდა ჩხუბი. იგივე სცენარია ახლაც მოწყობილი", - აცხადებს დავით ქაცარავა. 


close დახურვა