თბილისში ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგებით, ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნებში სვეტლანა ტიხანოვსკაია ლიდერობს.
გამოკითხვაში მონაწილეობა საქართველოში მყოფმა ბელარუსის 171-მა მოქალაქემ მიიღო.
მათგან 88.37%-მა ხმა სვეტლანა ტიხანოვსკაიას მისცა, 2.91%-მა - ალექსანდრ ლუკაშენკოს; 6.40%-მა პასუხზე უარი განაცხადა, ხოლო 2.33%-მა აღნიშნა, რომ მათთვის ყველა კანდიდატი მიუღებელია.
შეგახსენებთ, ოფიციალური ეგზიტპოლების თანახმად, ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნებში ალექსანდრ ლუკაშენკო ლიდერობს. მან ამომრჩეველთა ხმების თითქმის 80% დააგროვა. საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მოსახლეობა გარეთ გამოვიდა. მომიტინგეები ოფიციალური ეგზიტპოლის შედეგებს აპროტესტებენ. მოქალაქეებსა და სამათალდამცველებს შორის რამდენჯერმე დაპირისპირება მოხდა. ვრცელდება ინფორმაცია დაშავებულების შესახებ.