ტოკიოში, ჰანედას აეროპორტში Japan Airline-ის თვითმფრინავს ასაფრენ ბილიკზე დაშვების დროს ცეცხლი გაუჩნდა.
როგორც BBC იაპონურ მედიაზე დაყრდნობით წერს, შესაძლოა, დაშვების დროს იაპონური ავიახაზების თვითმფრინავი სხვა თვითმფრინავს შეეჯახა.
Japan Airlines-ის ცნობით, ბორტზე მყოფი 379-ვე მგზავრი და ეკიპაჟის ყველა წევრი ევაკუირებულია.
სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.