logo
ENG



ტოკიოს ბაშო 19 ივლისიდან აიღებს სტარტს

18 ივლ 202012:26
3 წუთის საკითხავი
 
22xer41s8vmkec9.png

ელიტარულ მაკუუჩი დივიზიონში  ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე პირველ ორთაბრძოლას იაპონელ შიმანოუმისთან ჩაატარებს. ორივე ამ სეკიტორს მე-11 მაეგაშირას წოდება გააჩნია. შეჯიბრების მე-2 დღეს ტოჩინოშინის შიკონათი ცნობილი ქართველი სუმოისტი აღმოსავლეთის მე-10 მაეგაშირა, ბრაზილიელ კაისეის შეერკინება.

შეგახსენებთ, რომ მოახლოებული ბაშო 19 ივლისიდან 2 აგვისტომდე პერიოდში ჩატარდება და მასზე მაყურებლების გარკვეული რაოდენობაც მოხვდება. წინასწარი ინფორმაციით, დარბაზში დაახლოებით 2 500 ადამიანს შეუშვებენ.


close დახურვა