logo
ENG



ტოკიოში, სასტუმროს დაცვის ცემის ბრალდებით ქართველი პარაოლიმპიელი დააკავეს

16 აგვ 202115:15
3 წუთის საკითხავი
 

ტოკიოში, სასტუმროს დაცვის ცემის ბრალდებით ქართველი პარაოლიმპიელი დააკავეს. 

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ძიუდოისტთა გუნდი სასტუმროში, კარანტინზე იყო, მას შემდეგ რაც გუნდის ერთ-ერთ წევრს კორონავირუსი დაუდასტურდა. სასტუმროს პერსონალის თქმით, ძიუდოისტები ხმაურობდნენ, რის გამოც დაცვამ მათ შენიშვნა მისცა და ოთახებში დაბრუნება მოსთხოვა. პოლიციაში ამბობენ, რომ ამის შემდეგ პარაოლიმპიელმა 60 წლის კაცი იატაკზე დააგდო, რის შემდეგაც მას ნეკნების მოტეხილობა დაუდგინდა. 

ძიუდოისტი დაკითხვაზეა. მან აღიარა, რომ ინციდენტის დროს ის და მისი თანაგუნდელები ნასვამ მდგომარეობაში იყვნენ. პარაოლიმპიური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტის სპიკერმა განცხადებით, ძიუდოისტს სავარაუდოდ, სახლში დააბრუნებენ.

პარაოლიმპიადა 24 აგვისტოს არის ჩანიშნული.


close დახურვა