logo
ENG



ტომ ჰენქსმა 8 წლის ავსტრალიელ ბიჭს კორონას ბრენდის საბეჭდი მანქანა გაუგზავნა

23 აპრ 202017:42
3 წუთის საკითხავი
 

ტომ ჰენქსმა 8 წლის ავსტრალიელ ბიჭს წერილი მისწერა და საჩუქრად კორონას ბრენდის საბეჭდი მანქანა გაუგზავნა. გადაწყვეტილება ჰოლივუდის ვარსკვლავმა მას შემდეგ მიიღო, რაც ქუინსლენდში მცხოვრები ბიჭისგან, რომელსაც ასევე კორონა ჰქვია, წერილი მიიღო.

ბავშვი ტომ ჰენქს სწერდა, რომ სახელის გამო სკოლაში ბულინგის მსხვერპლი გახდა. ოსკაროსანმა მსახიობმა თაყვანისმცემელს მალევე უპასუხა და უთხრა, რომ მისი სახით მეგობარი შეიძინა. ტომ ჰენკსი ბიჭს ასევე წერს, რომ ერთადერთია მის ნაცნობებში, ვისაც ეს სახელი ჰქვია. 


close დახურვა