ახლა დღის წესრიგში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის გადადგომა და ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, მაგრამ ტოტალურ თვალთვალზე ქართული ოცნება ამ პასუხისმგებლობას ვერ გრძნობს. პირიქით, მედიასა და ოპოზიციაზე შეტევას გეგმავს. ამ დრომდე ვერაფერს ამბობს საპატრიარქო, რომელიც, როგორც აღმოჩნდა, მიყურადების ერთ-ერთი ცენტრალური სამიზნეა. დარღვეულია ადვოკატებისა და მათი დაცვის ქვეშ მყოფთა საუბრების საიდუმლოებაც, რაც ასევე მძიმე დანაშაულია. საქმეები სავარაუდოდ სტრასბურგში წავა. ფაილებში ჩამოწერილია ნომრები, რომელთაც ტელეფონებზე უსმენდნენ.
ტოტალური თვალთვალი
14 სექ 202120:06
3 წუთის საკითხავი