logo
ENG



ტრაგედია ცაგერში - მაშველებმა არხში ჩავარდნილი სამივე კაცის ცხედარს მიაკვლიეს

26 იან 202014:04
3 წუთის საკითხავი
 

3-დღიანი ძებნის შემდეგ, მაშველებმა წყალსაცავის არხში ჩავარდნილი სამივე მოქალაქის ცხედარი იპოვეს. შემთხვევა 23 იანვარს მოხდა. სოფელ ჩხუტელასთან ავტომობილი, რომელშიც სამი მოქალაქე იმყოფებოდა, არხში ჩავარდა, დინებამ კი ის წყალგამტარი გვირაბისკენ წაიღო.

მაშველებმა ერთი კაცის პოვნა იმავე დღეს შეძლეს. გუშინწინ იპოვეს მეორე გარდაცვლილიც, საძიებო სამუშაოები კი, საბოლოოდ, დღეს დასრულდა, როცა მაშველებმა ავტომობილში მყოფ მესამე კაცის ცხედარსაც მიაკვლიეს. 


close დახურვა