logo
ENG



ტრაილერის ქართველი მძღოლები საქართველოში დაბრუნებას ვერ ახერხებენ

23 მაი 202014:19
3 წუთის საკითხავი
 

ქართველ მძღოლები დახმარებას ითხოვენ, ისინი საქარველოში ჩამოსვლას ვერ ახერხებენ. მძღოლები, რომლებსაც ირანიდან აზერბაიჯანის გავლით, საქართველოში ბიტუმი მოაქვთ, საზღვარზე აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა შეაჩერეს და მათ ქვეყანაში შესვლის საშუალებას არ აძლევენ. მძღოლების ინფორმაციით, აზერბაიჯანული მხარე მათ განუმარტავს, რომ საქართველო არ არის თანახმა მათ მიღებაზე, თუმცა ისინი ამტკიცებენ, რომ ტვირთის შემოტანის ნებართვა აქვთ.

„ავიღეთ ნებართვა ეკონომიკის სამინისტროსგან, აზერბაიჯანიდან, ცალკე ირანისგან და გავუშვით ეს მანქანები. ჩავიდნენ ირანში, დაიტვირთნენ და უკან აღარ უშვებენ, ირანიდან აზერბაიჯანის საზღვარზე ვერ გადმოდიან, აზერბაიჯანი ეუბნება, რომ თქვენ საქართველო არ გიშვებთო“, - აცხადებს ზაალ ბერიძე.

მძღოლებმა, ეკონომიკის სამინისტროს უკვე მიმართეს, თუმცა უწყება, მათ ვერაფერს ეუბნება. მათი თქმით, ეს საკითხი პრემიერ-მინისტრის გადასაწყვეტია.

„სამთავრობო ცხელი ხაზი გვეუბნება, რომ არაფერი იციან, ეკონომიკის სამინისტრო გვეუბნება, ვმუშაობთო, მაგრამ ვისთან ერთად უნდა იმუშაონ?  სიტყვიერი გაფრხილება აქვთ, რომ არ შემოუშვან ქართული მანქანები. ვერავინ ვერაფერს ამბობს, იმიტომ რომ ერთი კაცის გადასაწყვეტია და ეს არის პრემიერ-მინისტრი“, - აცხადებს დავით სესიტაშვილი.

 


close დახურვა